უკრაინის შეირაღებულმა ძალებმა, 19 სექტემბრის ღამეს ლუგანსკის ოლქში, დროებით ოკუპირებულ ქალაქ კადიივკაში რუსი ოკუპანტების ბაზა გაანადგურეს. ამის შესახებ ინფორმაციას ლუგანსკის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, სერგეი გაიდაი ავრცელებს.
მისი თქმით, ასევე განადგურებულია რუსი ოკუპანტების აღჭურვილობა და პირადი შემადგენლობა ნოვოაიდარში სატყეო საწარმოს ტერიტორიაზე.
გაიდაი ამბობს, რომ დამატებითი დეტალები მოგვიანებით გასაჯაროვდება.
“შესანიშნავი ღამე იყო. ქალაქ კადიივკაში რუსული ბაზა, რომელიც ადგილობრივი კულტურის სახლის შენობაში იყო განთავსებული, გავანადგურეთ. აგრეთვე, ნოვოაიდარის სატყეო მეურნეობის ტერიტორიაზე განადგურდა მტრის აღჭურვილობა და პირადი შემადგენლობა”. – წერს გაიდაი.
გაიდაიმ ცეცხლში გახვეული რუსული ბაზის ფოტოც გაავრცელა.
ცნობისთვის, აგვისტოს ბოლოს, ლუგანსკის ოლქის ოკუპირებულ კადიევკაში, უკრაინელმა მებრძოლებმა გაანადგურეს 200-მდე რუსი მედესანტე სასტუმრო “დონბასში”, ოკუპანტების ბაზაზე თავდასხმის შედეგად.
ავტორი