ჩოხატაურში, ყოფილი წიგნების მაღაზიის ქვეშ სარემონტო სამუშაოების დროს ქვევრი აღმოაჩინეს. ამის შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელში იამზე ვაჩეიშვილი ავრცელებს.
“გზავნილი წინა საუკუნიდან.
ჩოხატაურის ცენტრში, ყოფილი წიგნების მაღაზიის ქვეშ, კერძო ფართში, სარემონტო სამუშაოების დროს ქვევრი აღმოაჩინეს.
როგორც ასაკოვანი ჩოხატაურელები იხსენებენ, გასული საუკუნის პირველ ნახევარში, აქ ღვინის სარდაფი ყოფილა, რომელიც, სავარაუდოდ, ბუკისციხელ აკაკი რაჟდენის ძე შარაშიძეს ეკუთვნოდა, შემდეგ საქმე გაუფართოვებია და ოზურგეთშიც დაუფუძნებია ღვინის სახლი.
ქვევრზე დამამზადებლის დამღაც იკითხება, ის ვინმე კაპანაძეს დაუმზადებია.
სიმბოლურია – გურია რთველისთვის ემზადება და ასეთი გზავნილი წინა საუკუნიდან რომ იტყვიან სულზე მისწრებაა…”_ წერს ვაჩეიშვილი.