ლიეტუვის თავდაცვის მინისტრი twitter-ზე წერს, რომ ქვეყანამ სწრაფი რეაგირების ძალები მაღალ მზადყოფნაში უნდა მიყვანოს, რათა თავიდან აიცილონ პროვოკაცია რუსეთის მხრიდან.
“იმის გამო, რომ რუსეთის სამხედრო მობილიზაცია ასევე განხორციელდება ჩვენს საზღვრებთან (კალინინგრადის რეგიონი), ლიეტუვის სწრაფი რეაგირების ძალები მზადყოფნაშია მოყვანილი, რათა თავიდან აიცილონ ნებისმიერი პროვოკაცია რუსეთის მხრიდან”, – დაწერა მინისტრმა.
ცნობისთვის, ვლადიმირ პუტინმა დღეს, 21 სექტემბერს რუსეთში ნაწილობრივი მობილიზაციის ბრძანება გასცა და დასავლეთი გააფრთხილა, რომ “ბირთვული შანტაჟის” გაგრძელების შემთხვევაში, მოსკოვი მათ მთელი არსენალით უპასუხებს.
ასევე, პუტინმა NATO-ს ქვეყნების მაღალჩინოსნები რუსეთის წინააღმდეგ მასობრივი განადგურების, ბირთვული იარაღის გამოყენებასა და დასაშვებობაზე საუბარში დაადანაშაულა.
ავტორი