როგორც უკვე ვწერდით, ხანძარი იყო ჩოხატაურში, დუმბაძის ქუჩაზე მდებარე მრავალბინიან საცხოვრებელ სახლში, რომლის პირველ სართულზე განთავსებულია სუპერმარკეტი “მაგნიტი”.
ადგილზე მობილიზებული იყო სამაშველო-სახანძრო სამსახური, პოლიციისა და სასწრაფო დახმარების ბრიგადები.
ამ დროისთვის ხანძარი ლოკალიზებულია.
ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა. ხანძრის გამომწვევ მიზეზად დაუდევრობა სახელდება.
“სადარბაზოში სამშენებლო ნარჩენები და ნაგავი იყო თავმოყრილი, როგორც ჩანს, ვიღაც გამვლელმა სიგარეტის ნამწვავი ისროლა და ცეცხლი გაჩნდა. კიდევ კარგი, დროულად შენიშნეს. ცოტა გვიანი რომ ყოფილიყო, უბედურება დატრიალდებოდა”, _ თქვეს “გურია ნიუსთან” თვითმხილველებმა.