ამერიკელი ბიზნესმენი ილონ მასკი სოციალურ ქსელ ტვიტერში წერს, რომ რუსეთი ნაწილობრივ მობილიზაციას ახდენს. თუ ყირიმს საფრთხე შეექმნება, ისინი სრულ მობილიზაციას გამოაცხადებენ. ორივე მხარეს კი დიდი რაოდენობით ადამიანები დაიხოცება.
მასკის თქმით, რუსეთის მოსახლეობა უკრაინის მოსახლეობას 3-ჯერ აღემატება, ამიტომ უკრაინის გამარჯვება ტოტალურ ომში ნაკლებად სავარაუდოა. თუ ზრუნავთ უკრაინის ხალხზე, ეძიეთ მშვიდობა.
გარდა ამისა, ილონ მასკმა შექმნა გამოკითხვაც, სადაც ხმის მიცემით უნდა დაფიქსირდეს აზრი, იმის შესახებ, რომ დონბასისა და ყირიმის მოსახლეობამ თავად უნდა გადაწყვიტოს ვისი ნაწილია, უკრაინის თუ რუსეთის.
ბიზნესმენის პოსტს სოციალურ ქსელში დიდი გამოხმაურება მოჰყვა. საზოგადოების ნაწილი თვლის, რომ თუ რუსეთი უკრაინაში ომს მოიგებს, მისი შემდეგი სამინზე ევროპა იქნება.