,,რუსეთმა დაარიგა რუსული პასპორტები ჩვენ ოკუპირებულ ტერიტორიებზე და აწარმოებს მობილიზაციას, რომელიც ეხება ჩვენ მოქალაქეებს, ეს მათი ყველანაირი უფლებების დარღვევაა,“ – ამის შესახებ მოლდოვის პრეზიდენტთან მაია სანდუსთან ერთად გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა.
პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ უკრაინაში არის უსამართლო ომი, რომლიც აფხაზეთში მცხოვრებლების ომი არ არის.
,,ომი უკრაინაში უდიდეს საფრთხეს წარმოადგენს ასევე ჩვენი ქვეყნებისთვის, ევროპისთვის და ალბათ მსოფლიოსთვის მთლიანად და ამიტომ არ შეიძლება, რომ გაიმარჯვოს აგრესიამ, არ შეიძლება გაიმარჯვოს უსამართლობამ, არ შეიძლება გაიმარჯვოს არაადამიანურობამ. ჩვენთვის, როგორც ქვეყნისთვის, რომელსაც გააჩნია ოკუპირებული ტერიტორიები, ეს გამოწვევა კიდევ უფრო მძაფრია და კიდევ უფრო მას შემდეგ, რაც რუსეთმა მობილიზაცია, დაარიგა რუსული პასპორტები ჩვენ ოკუპირებულ ტერიტორიებზე და აწარმოებს მობილიზაციას, რომელიც ეხება ჩვენ მოქალაქეებს, ეს არის მათი ყველანაირი უფლებების დარღვევა, მათი ძალით ჩართვა იმ უსამართლო ომში, რომელიც არანაირად მათი ომი არ არის“. – განცხადა ზურაბიშვილმა