პოლონეთში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დელეგაცია მერის ავთანდილ თალაკვაძის ხელმძღვანელობით ოფიციალურ შეხვედრებს განაგრძობს.
შედგა კიდევ ერთი მნიშვნელოვანი შეხვედრა უმსხვილესი პოლონური კორპორაციის „FASING S.A.“-ის მენეჯმენტთან, სადაც ინვესტიციების, საქართველოში ახალი საწარმოების გახსნის, კვალიფიციური მუშახელის მომზადების ახალი სამუშაო ადგილების საკითხები იქნა განხილული. „FASING S.A.“ ცენტრალურ ევროპაში მსხვილი ინდუსტრიული კომპონენტების ყველაზე დიდი მწარმოებელია და მსოფლიოს 4000-ზე მეტ წამყვან კომპანიას ამარაგებს ტექნიკით და საწარმოო აღჭურვილობით.
(R)