19 ოქტომბერს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა“ ფარგლებში, გურიის ჰაბის – ინოვაციების და სამოქალაქო განვითარების ცენტრი „პროგრესის სახლის“ ორგანიზებით გაიმართა სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების გამოფენა.
გამოფენა ჩატარდა ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ მთისპირში. გამოფენაში მონაწილეობა მიიღო გურიაში მოქმედმა სამოქალაქო საზოგადოების შვიდმა ორგანიზაციამ. რომლებმაც თავიანთი საქმიანობა, სერვისები და პროდუქტები გააცნო მთისპირისა და მიმდებარე სოფლების მოსახლეობას.
გამოფენის მიზანი იყო მოქალაქეებში სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების საქმიანობის შესახებ ინფორმაციის გავრცელება. ღონისძიების საშუალებით, მოქალაქეებმა მიიღეს ინფორმაცია იმ საზოგადოებრივი სარგებლის შესახებ, რომელსაც რეგიონში ადგილობრივი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები ქმნიან.
ასევე, მათ მიიღეს ინფორმაცია თუ როგორ შეუძლიათ ჩაერთონ სხვადსახვა პროექტით გათვალისწინებულ საქმიანობებში და მიიღონ ინფორმაცია მიმდინარე პროექტების შესახებ. გამოფენა გაგრძელდა 2 საათის განმავლობაში. ორგანიზაციების გამოფენის პარალელურად, წარმოდგენილი იყო ფოტოგამოფენა და საინფორმაციო სტატიები გენდერული თანასწორობისა და მოქალაქეთა ჩართულობის შესახებ. ახალგაზრდებისთვის კი ორგანიზებული იყო გასართობი აქტივობები.
ავტორი