ბახმაროში გათოვდა.
ფოტოებს სოციალურ ქსელში ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელი ბახმაროში, რომან კალანდაძე ავრცელებს.
ჩვენს კითხვაზე , შექმნა თუ არა მოსულმა ნალექმა პრობლემები, მერის წარმომადგენელი ამბობს, რომ ჯერჯერობით დასახმარებლად არავის მიუმართავს.
რომან კალანდაძის ინფორმაციითვე, თოვლის საფარი დაახლოებით 10 სანტიმეტრს აღწევს და თოვა ამ წუთებშიც გრძელდება.