დღეს, ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ ცხრაწყაროში, ტრადიციული სახალხო დღესასწაული ,, ვარინკობა ” გაიმართა, სადაც სიმღერის კონკურსში ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ანსამბლმა ,, ხარაგაულის ხმები” გაიმარჯვა და პირველი ადგილი დაიკავა.
ამ სასიამოვნო ფაქტს საკუთარი ფეისბუქის გვერდზე გამოეხმაურა ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებათა გაერთიანების ხელმძღვანელი, მამუკა ჭიპაშვილი:
,,არა მარტო პირველი ადგილი, ლიეტუაში დელეგაციის სპეციალური პრიზი და მიწვევა ლიეტუაში, “ოდილას” ვარინკა წერეთლის პრიზი, ასევე სიმპათიის პრიზი, მოკლედ, გილოცავ ხარაგაული!”
ავტორი