ფიზიკური და სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა სტუმრებს შორის ტელეკომპანია ,,ჯორჯიან თაიმსის” პირდაპირ ეთერში _ ერთმანეთს ვეტერანი, შავნაბადას ბატალიონის პირველი ასეულის ყოფილი მეთაური მალხაზ თოფურია და “ნაციონალური მოძრაობის” წევრი ბადრი შუბლაძე დაუპირისპირდნენ. თოფურიამ შუბლაძე სკამიდან გადააგდო, რის შემდეგაც გადაცემის წამყვანმა ეთერის გათიშვა ითხოვა.
მალხაზ თოფურია: _ შენი კერპი ზის ციხეში!
ბადრი შუბლაძე: _ არ არის ჩემი კერპი, შენი კერპი ვინც არის, იმას მიხედე!
მალხაზ თოფურია: _ მე არა მყავს კერპი!
ბადრი შუბლაძე: _ რატომ არა გყავს?
მალხაზ თოფურია: _ რატომ უნდა მყავდეს, ბიჭო!
ბადრი შუბლაძე: _ რა იცი, რომ მე კერპთაყვანისმცვემელი ვარ? რატომ ვარ მიშისტი?
მალხაზ თოფურია: _ მე რა ვიცი, რატომ ხარ? შეაგინე მიშას!
ბადრი შუბლაძე: _ შენ პუტინს შეაგინე, მე მიშას არ შევაგინებ. შენ ხარ კეპრთაყვანისმცემელი და ლამის ნიფხავში შეუძვრე…
მალხაზ თოფურია: _ მიაყენე ახლა, შე ს..ო…
მაკა რაზმაძე: _ რას აკეთებთ! ხალხო, გათიშეთ ეთერი, გათიშეთ!