რუსი სამხედროები, უკრაინული სოფლიდან გაიქცნენ ზურგზე მოკიდებული ტომრებით. მათ მშვიდობიანი მოსახლეობისგან გაძარცული ქონება მიაქვთ. აღნიშნული ინფორმაცია უკრაინის შეიარაღებული ძალებმა ფეისბუქზე გაავრცელეს.
გავრცელებული ინფორმაციით, სურათი გადაღებულია ტერიტორიის დაზვერვის დროს.
როგორც ფოტოზე ჩანს, რუსეთის შეიარაღებული ძალების შესაბამისი სამხედრო ფორმაში გამოწყობილი მინიმუმ ექვსი ოკუპანტი თავისი პოზიციებისკენ მიემართება, თითოეულს თეთრი ტომარა აქვს ზურგზე მოკიდებული.
“ერთი ფოტო, რომელიც ასახავს რუსი ოკუპანტების მთელ არსს. უკრაინის სუს–ის ჯარისკაცებმა ტერიტორიის დაზვერვისას დააფიქსირეს, თუ როგორ ართმევენ ე.წ “განმათავისუფლებლები” მშვიდობიან ხალხს ქონებას ერთ–ერთ ოკუპირებულ დასახლებაში,” – ამბობს უკრაინელი სამხედრო.
ავტორი