„1-2-კვირიან პერიოდში ბენზინზე ფასები 5-10 თეთრით კიდევ შემცირდება“, – ასეთი პროგნოზი BMG-სთან „ვისოლის“ გენერალურმა დირექტორმა ვასილ ხორავამ გააკეთა.
როგორც ის განმარტავს, საერთაშორისო ბაზარზე საწვავის ცვალებადი ფასების მიუხედავად, ამ ეტაპზე არსებული ნაშთები ფასის დაკორექტორების საშუალებას შემცირების მიმართულებით იძლევა.
რაც შეეხება დიზელს, მისი გაიაფება არ იგეგმება.
„1-ელი აგვისტოდან დღემდე, დაახლოებით, 80 თეთრით შემცირდა ფასები როგორც ბენზინზე, ისე – დიზელზე. წინა კვირაშიც 5 თეთრით შევამცირეთ ბენზინის ფასი. რაც შეეხება მოკლევადიან პერსპექტივას, გაზრდას არ ვფიქრობთ; არსებული ნაშთები იძლევა იმის საშუალებას, რომ ფასები მცირედით კიდევ დავაკორექტიროთ, შემცირების მიმართულებით. ვგულისხმობ, 1-2 კვირიან- პერიოდში ბენზინის 5-10 თეთრით გაიაფებას.
დიზელის ფასს რაც შეეხება, საერთაშორისო ბაზარზე მაღალი ფასები ნარჩუნდება, რაც გაიაფების საშუალებას არ გვაძლებს“, – განაცხადა ხორავამ.
წყარო: bm.ge