ავიაკომპანია Pegasus Airlines-ის თვითმფრინავი, რომელიც სტამბოლი-თბილისის რეისს ასრულებდა, უამინდობის გამო, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ვერ დაეშვა – ამის შესახებ ინფორმაციას “საზოაგდოებრივი მაუწყებელი” ავრცელებს.
არსებული ინფორმაციით, თვითმფრინავი უკან, ერზრუმის აეროპორტში, თურქეთში გაბრუნდა და რეისი მოგვიანებით შესრულდება.