გაგიკვირდებათ და ცნობილი ავსტრალიელი მსახიობი ჰიუ ჯეკმენი ჩინებული კულინარია. ბატონი ჰიუ ოჯახში კერძების მომზადებას ხშირად არავის ანდობს და სამზარეულოში საათობით ფუსფუსებს.
ცოტა ხნის წინ ჰეკმენმა ყავის საკუთარი სახეობის შექმნაც გადაწყვიტა და მისი გაყიდვით მიღებულ მოგებას მთლიანად საქველმოქმედო მიზნებისთვის გამოიყენებს.
მსახიობმა ავსტრალიურ მას–მედიასთან საკუთარ კულინარიულ მისწრაფებებზე ერთხელ დაუფარავად ისაუბრა.
„ჩვენ, ავსტრალიელებს, ეროვნული სამზარეულო არ გვაქვს. ამიტომ მიჩვეულები ვართ სრულიად განსხვავებულ კერძებს, სხვადასხვა ქვეყნის სამზარეულოდან. მთავარია, მართლაც გემრიელი იყოს.
კულინარიით დიდი ხნის განმავლობაში ვარ დაინტერესებული. ამ საქმეში ისე დავოსტატდი რომ რეცეპტების წიგნის გამოცემა თავისუფლად შემიძლია.
ძალიამ მსიამოვნებს საათობით ქურასთან დგომა და გემრიელი ვახშმის მომზადება მთელი ოჯახისთვის. განსაკუთრებით მაინც ბლინების ცხობა მეხერხება. საერთოდ მიყვარს პური და ყველაფერი რაც ფქვილისგან მზადდება,“ – განაცხადა ჰიუ ჯეკმენმა.
ავტორი