ოზურგეთში ბავშვებმა ძაღლს პირში ასაფეთქებელი ჩაუდეს, პირი გადაუსკოჩეს და ააფეთქეს, _ ამ შემაძრწუნებელ ამბავს სოციალურ ქსელში გვერდი “ასკანა” აქვეყნებს.
ამ ძაღლს ბავშვებმა ოზურგეთში, ქუჩაში პირში კაფსოლი ჩაუდეს პირი იზოლიაციით აუხვიეს და ააფეთქეს , ძაღლს გაუტყდა ყბა და დაემტვრა კბილები , საჭმელს ვეღარ ჭამდა დიდხანს.
დღეს ჭამს მაგრამ რბილს და თხევადს.
უნდა ვთქვა, რომ ჩემი თაობის დროს ნამდვილად არ ხდებოდა ასეთი რამ იმიტომ, რომ სულ სხვა გარემოებაში ვიზრდებოდით, პედაგოგი გვასწავლიდა ცხოველების სიყვარულს და მის დაცვას.
დღეს? დღეს ბავშვებს ეუბნებიან, არგაეკაროთ ცხოველს დავადებული იქნებაო.
ჰოდა, რა გარემოებაშიც იზრდება ბავშვი, ისეთი რჩება. ამიტომაც დროის ცვალებადობამ და ადამიანების, მოიტანა სადიზმი. _ წერია გვერდზე.