24 დეკემბერს, თბილისში, ქარტიის ყოველწლიური, რიგით მეთოთხმეტე საერთო კრება გაიმართა.
საერთო კრებაზე საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის წევრებმა ქარტიის საბჭოს სამი ახალი წევრი აირჩიეს.
საბჭოს წევრები გახდნენ: თბილისის კვოტით – თათია ხალიანი (პუბლიკა).
რეგიონების კვოტით – ვლადიმერ ჩხიტუნიძე (რადიო მარნეული), საბა წიწიკაშვილი (შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი).
ქარტიის წევრებმა დღეს სარევიზიო კომისიის სამი ახალი წევრიც აირჩიეს:
კამილა მამედოვა,
მალხაზ რეხვიაშვილი,
ნინო შუბითიძე.
ავტორი