31 დეკემბრის დილა, განსაკუთრებით მზისმიერია გურიაში. ათი გრადუსი სითბო, თრთვილის კიაფი და პირველი მნათობის ზუსტად ისეთი ამონათება და მოახლოება, პოეტი რომ ამბობს, „ბარჩხალა მზეს, თითქოს, ვტაცე ხელი“! მაისის ვარდები კი, მცირე ყინვის მიუხედავად, მაინც სტარტზე დგანან და გაზაფხულის დედოფლები, საახალწლო გარემოს დამშვენებას, როგორც ჩანს, ნაძვის ხესთან ერთად აპირებენ!
ასეთია გურიაში 31 დეკემბრის დილა! ასე საოცარი ზღაპრის სიცხადეა ჩვენი სამშობლო, სადაც ერთი დროის სივრცეში, წელიწადის ოთხივე დროს ნახავ!
კარს მომდგარ ახალ წელს გილოცავ, ჩვენო გურია, ჩვენო საყვარელო ქვეყანა!
ავტორი