რუსმა სამხედროებმა ხარკოვი დაბომბეს. თავდასხმისას ერთ-ერთი რაკეტა მოხვდა პიროტექნიკის საშუალებების საწყობს, რამაც ცეცხლი გააჩნია. ინფორმაციას pravda ავრცელებს.
მედიის ინფორმაციით, მსხვერპლი არ ყოფილა. ადგილზე საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახურის სპეციალისტები მუშაობენ. რეგიონში განგაშია გამოცხადებული. რეგიონის გუბერნატორი ოლეგ სინეგუბოვი მოსახლეობას მოუწოდა დარჩენილიყვნენ თავშესაფრებში.
“ყურადღება ხარკოვისა და რეგიონის მაცხოვრებლებო იყავით თავშესაფრებში. ოკუპანტები ისევ დაარტყამენ!” – მოუწოდა მოსახლეობას გუბერნატორმა.
რუსებმა ქალაქზე სარაკეტო იერიში გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის ხარკოვში ვიზიტიდან რამდენიმე საათის შემდეგ მიიტანეს. უკრაინაში ვიზიტისას ანალენა ბერბოკმა პირობა დადო, რომ გერმანია გააგრძელებს კიევის მხარდაჭერას და იარაღის მიწოდებას “უკრაინის ყველა ნაწილში, ხარკოვიდან ხერსონამდე კიევამდე, ხალხმა უნდა იცოდეს, რომ შეუძლიათ დაეყრდნონ ჩვენს სოლიდარობას და მხარდაჭერას”, – თქვა მან.
ავტორი