დასავლეთ საქართველოში ძლიერი ქარი დღესაც შენარჩუნდება.
“გურია ნიუსთან” საუბრისას გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი ამინდის პროგნოზის ბიუროს ხელმძღვანელი დოდო გვაზავა ამბობს, რომ ქარის სიჩქარე დროგამოშვებით 32 მ/წმ-ს მიაღწევს.
“დღესაც იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. დროგამოშვებით ქარის სიჩქარე მიაღწევს 32 მ/წმ-ს სამეგრელო- იმერეთის ტერიორიაზე. ძლიერი ქარი იქნება გურიაშიც. დანარჩენგან იქროლებს 20-იდან 29 მ/წმ-ამდე სიძლიერით.
ამ საღამოდან ქარის სიძლიერე დაიკლებს, თუმცა სამეგრელო – იმერეთში დროგამოშვებით მაინც ძლიერი იქნება 30 მ/წმ-ამდე. ხვალ დღის მეორე ნახევრიდან დღევანდელთან შედარებით მკვეთრად შესუსტდება”,_ ამბობს გვაზავა.