დამყარდა ერთი ბოთლი ვისკის ღირებულების ახალი მსოფლიო რეკორდი. ცნობილი შოტლანდიური კომპანია იტყობინება, რომ ორი ბოთლი მის მიერ წარმოებული, 64-წლიანი დავარგების ალაოს ვისკი „Dal More“ – თითოეული 100 ათას ფუნტ სტერლინგად გაიყიდა.
თავისი ისტორიის განმავლობაში ამ ფირმამ ასეთი ექსკლუზიური ჩამოსხმის მხოლოდ სამი ბოთლი ვისკი გამოუშვა. მას გემოთა მთელი ბუკეტი აქვს, მათ შორის მუსკატის, ტოფის, ქერის ალაოსი და მოხალული ყავის. ამ იშვიათობის მყიდველები ინდური წარმოშობის ბიზნესმენები არიან: მაჰეშ პატელი, რომელიც ამერიკის შეერთებულ შტატებში დეველოპერული ბიზნესითაა დაკავებული და ვისკის იშვიათი ჩამოსხმების ცნობილი კოლექციონერია და ბროკერული კომისიის მმართველი ვისკის ლონდონურ ბირჟაზე – სუნკხინდერ სინგხი.
როგორც ბრიტანელი კომენტატორები აღნიშნავენ, ინდური ფესვების მქონე მყიდველთა გამოჩენა არ შეიძლება შემთხვევითობად ჩაითვალოს, ვინაიდან ინდოეთი, ჩინეთთან და ბრაზილიასთან ერთად, წარმოადგენს იმ ქვეყანას, სადაც ელიტური ვისკის ერთი ბოთლი საზოგადოებრივი პრესტიჟისა და სიმდიდრის ატრიბუტის როლს ასრულებს. აღნიშნული ვისკის კომპანია გლაზგოშია განთავსებული და ინდოელ მილიარდერს – ვიჯაი მალიეს ეკუთვნის.
ავტორი