ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი USAID-ის ადგილობრივი თვითმმართველობის პროგრამის გამარჯვებულთა შორისაა.
პროექტი ითვალისწინებს მუნიციპალიტეტის მხარდაჭერას სამი ძირითადი მიმართულებით: საჯარო მმართველობისა და ანგარიშვალდებულების სისტემების დანერგვა/გაუმჯობესება. საჯარო სერვისების გაუმჯობესება. სამოქალაქო ჩართულობის მექანიზმების ეფექტიანობის გაზრდა. ურთიერთთანამშრომლობის სამოქმედო გეგმის შესამუშავებლად მხარეებს შორის სამუშაო შეხვედრა გაიმართა. აღნიშნული პროგრამა ხუთწლიანი ინიციატივაა, რომლის ბიუჯეტი 21 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს. შეხვედრას ესწრებოდნენ ჩოხატაურის მერი დავით შარაშიძე, საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი კუჭავა, მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლები. |
Developed By Web Features 2024 © All rights reserved