ერთხელ, ლონდონში, კულისებში ანტონ რუბინშტეინთან შევარდა უცნობი ქალი. მან მოკლედ მოახსენა, რომ გაგიჟებით უყვარს მუსიკა და მოითხოვა ბილეთი საღამოს კონცერტზე. თავისი თხოვნა სამჯერ გაიმეორა.
მიუხედავად უარისა, რადგან რუბინშტეინს ბილეთები არ ჰქონდა, ჩაჯდა სავარძელში და გამოაცხადა, რომ ფეხს არ მოიცვლის სანამ ბილეთს არ მიიღებს.
– ქალბატონო, – დაემორჩილა ბოლოს რუბინშტეინი, – თქვენ იძულებულს მხდით წავიდე დათმობაზე. დარბაზში ნამდვილად არის ერთი ადგილი, მხოლოდ ერთი, რომელიც შემიძლია შემოგთავაზოთ თქვენ.
– თქვენ ნამდვილი ჯენტლმენი ბრძანდებით, მაესტრო. სად არის ის ადგილი?
– როიალთან, ქალბატონო.
ავტორი