ჩოხატაურში კოვიდინფიცირების შემთხვევებმა მოიმატა – ამის შესახებ “გურია ნიუსს” ჩოხატაურის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელმა ნატო ჯიბუტმა განუცხადა.
“კოვიდსიტუაცია აშკარად არის მომატებული ბოლო დღეების განმავლობაში, გრიპთან დაკავშირებით მდგომარეობა სტაბილურია, არის შემთხვევები, მაგრამ იმ რაოდენობით, რომ რამე ზღვარს ცდებოდეს, არა”,_ ამბობს ჯიბუტი.
ინფორმაციისთვის, თავის ტკივილი, ცხელება, ცხვირის შეგუბება, ცემინება, სურდო, ხველა და ყელის ტკივილი, გულისრევა და დიარეა, ქოშინი – ყველა ეს ნიშანი ერთნაირად ხშირია კოვიდისა და გრიპის დროს. ამიტომაც აღნიშნული სიმპტომების ქონის შემთხვევაში კოვიდზე ტესტის გაკეთება აუცილებელია ჯანმრთელობის მდგომარეობის მკვეთრად გაუარესების თავიდან ასაცილებლად და გარშემომყოფების დაინფიცირებისგან დასაცავად.