კიდევ ერთი გადარჩენილი სიცოცხლე თურქეთში – მაშველებმა მიწისძვრიდან მეცხრე დღეს, 222 საათის შემდეგ, 42 წლის ქალი, დანგრეული შენობის ნანგრევებიდან ცოცხლად ამოიყვანეს.
როგორც anadolu იუწყება, მელიკე იმამოღლუ ცოცხალი იპოვნეს კაჰრამანმარას პროვინციის ონიკისუბატში, მიწისძვრის ეპიცენტრში, რომლის დროსაც 35000-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა და ათასობით შენობა ჩამოინგრა.
სამაშველო ოპერაციის შემდეგ იგი სამედიცინო ჯგუფმა გადაიყვანა.
ცნობისთვის, 6 თებერვალს 7,7 და 7,6 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრები სამხრეთ თურქეთსა და სირიაში მოხდა.