ავტოსაგზაო შემთხვევას, რომელიც თბილისში, წერეთლის გამზირზე გამთენიისას მოხდა 2 ახალგაზრდის სიცოცხლე ემსხვერპლა.
სოციალურ ქსელში გავცრელებული ინფორმაციით, დაშავებულები და დაღუპულები155-ე საჯარო სკოლის
მოსწავლეები იყვნენ.
აღნიშნული ინფორმაციას სკოლის დირექტორი ხათუნა ხულორდავა ადასტურებს.
როგორც ის ამბობს, ახალგაზრდები მისი სკოლის ყოფილი მოსწავლეები არიან და მათ
სწავლა გასულ წელს დაასრულეს.
ჩვენი ინფორმაციით, ავტომანქანაში 5 ახალგაზრდა იყო. 2 დაიღუპა, დაშავებულია 3 პირი, რომლებიც ამ დროისთვის რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფებიან.