https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    ნევროლოგი ალექსანდრე ცისკარიძე ექიმ მაია კოხტაშვილის დაკავებას ეხმაურება: მოქმედი რეგულაცია ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს

     „კოალიცია ცვლილებისთვის“ გიორგი ბარამიძის დაკავებას ეხმაურება

    სეს-მა ვეტერინარული კლინიკა ვადაგასული პრეპარატების რეალიზაციის გამო დააჯარიმა

    მოემზადე ახალი სასწავლო წლისთვის – საქართველოს ბანკის შეთავაზებები სტუდენტებისთვის და მოსწავლეებისთვის

    თუ საზღვარგარეთ სწავლა გსურს: 5 რჩევა  საქართველოს ბანკის Fulbright-ის სტიპენდიანტისგან

    გადაწყვეტილება, რომელიც 2 დღეში ამოქმედდება – რა უნდა იცოდნენ მძღოლებმა

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    მთის არწივი – ვაჟა-ფშაველა

    „კომსომოლისტების“ თარეში თბილისში

    ბედისწერამ თავისი გაიტანა

    ქართული ნაციონალიზმი

    როგორ გადაურჩა ქართველობა ციმბირში გადასახლებას

     „ჩვენი ერთობა“, 26 მაისი, 1925 წელი

  • ფეისბუქსტატუსები

    ,,მგონი ვიცი, რაც ემართებათ სუსის უფროსებს“ – ნინო ჯანგირაშვილი

    კახა კახიშვილი: „ასეთი მეთოდებით ბრძოლამ არ უნდა მიგვიყვანოს იქამდე, რომ ექიმებს ავადმყოფის დახმარების შეეშინდეთ“

    სიმონ ჯანაშია: 90-იან წლებში დაგვაბრუნეს, სადაც პარტიის ლოიალობა წყვეტდა სახელმძღვანელოს ბედს და არა პროფესიონალიზმი

    ამირან გამყრელიძე ხელისუფლებას მოუწოდებს, ნაჩქარევად მიღებულ ჯანდაცვის რეგულაციებს გადახედოს

    “ბიძინას კატეგორიულად არ აწყობს, დაბრალდეს თუნდაც ერთი მკვლელობა” – ბაია პატარაია

    “სანამ ცოცხლები ვართ, ამის ძალა გვაქვს“ — გიორგი კეკელიძე ფერისცვალებაზე

  • 21-ს ქვევით

    96 მედალოსანი და 7 აბიტურიენტი – ოზურგეთში წარმატებული კურსდამთავრებულების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა

    ეროვნული გამოცდები ოზურგეთში: სიახლეა ის, რომ ახლა მესამე საჯარო სკოლაა მასპინძელი

    როგორ იქცევა ჩვეულებრივი საკლასო დავალება რეალობად?- მეშვიდე კლასის მოსწავლე ბუდუ ზივზივაძეს შეხვდა

    ბედნიერი გზებით იარეთ, ბავშვებო! _ნიჭის ზეიმი შუაფარცხმის საჯარო სკოლის სცენაზე

    რომელი არჩევითი საგნებია წელს ყველაზე მოთხოვნადი? — გამოცდების ცენტრის სტატისტიკა

    შემოქმედებითი საღამო-დაჯილდოება ჩოხატაურის მართლმადიდებლურ სკოლაში

  • მსოფლიო

    რუსეთ-უკრაინის ომი: 15 სექტემბრის მთავარი მოვლენები

    რუსეთ-უკრაინის ომი: 14 სექტემბრის მთავარი მოვლენები

    Associated Press: “ტრამპის შვილის ქორწილი პუტინის მეგობარმა ასობით ათასი დოლარით დააფინანსა”

    რუსეთ-უკრაინის ომი: 13 სექტემბრის მთავარი მოვლენები

    ტრამპი: უკრაინის პრეზიდენტმა ეს უნდა შეწყვიტოს

    ზელენსკი: არ არის ის დრო, როდესაც ევროპამ რუს ოლიგარქებს მეგობრებივით უნდა მოეპყროს

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

„იტალიიდან წასვლაზე არასდროს მიფიქრია“

9:35; 26.02.2023
სპორტი
Share on FacebookShare on TwitterEmail

ცნობილ იტალიელ კარის დარაჯს ჯან ლუიჯი ბუფონს საქართველოში ბევრი თაყვანისმცემლები ჰყავს. დღევანდელ წერილში იტალიელი კარის დარაჯი საკუთარ სპორტულ გზას თავად გაიხსენებს.

„ოჯახში ყველა წარმატებული სპორტსმენი იყო: მამაც, დედაც და დაც. მამაჩემი ევროპის ძალოსანთა ჩემპიონატზე მეორე ადგილზე გავიდა, დედა ბადროს ტყორცნაში იყო იტალიის ჩემპიონი. სხვათა შორის, თავის დროზე ის ქვეყნის რეკორდსმენი გახლდათ. ცხადია, მათი შემხედვარე მეც მსურდა წარმატებული სპორტსმენი ვყოფილიყავი. ადრეულ ასაკში ისინი მეხმარებოდნენ, მაგრამ როცა გავიზარდე, უკვე თავად ვიცოდი, რა იყო ჩემთვის უკეთესი.

იყო რამდენიმე სპორტსმენი, ვისთან მსგავსებაც მსურდა. მხოლოდ ფეხბურთელებს არ ვგულისხმობ: მაგალითად ჩეხოსლოვაკიელი ჩოგბურთელი ივან ლენდლი ჩემი კერპი იყო, ასევე შვედი სტეფან ედბერგი, პატრიკ რაფტერი. ტომას ნკონოზე უკვე გითხარით. ასევე ძალიან მომწონდა მისი თანაგუნდელი, კამერუნის იმ ნაკრების ლიდერი როჟე მილა. მან იტალია 90-ზე მართლა ძალიან მაგრად ითამაშა!

არასდროს დამავიწყდება ჩემი დებიუტი „პარმაში” – ჩვენი მეტოქე ის „მილანი” იყო, სადაც ჟორჟ ვეა, რობერტო ბაჯო, დეიან სავიჩევიჩი და სხვა ლეგენდარული ფეხბურთელები თამაშობდნენ. იცით, იმ დღეს ვგრძნობდი, რომ ოცნება ამისრულდა, რეალობად იქცა ყველაფერი, რისთვისაც ბავშვობიდანვე ვემზადებოდი! სხვათა შორის, მეც და მთელმა გუნდმაც დიდებულად ვითამაშეთ – მატჩი 0:0 დასრულდა. ასეთ მეტოქეებს გოლს რომ არ გაატანინებ, ესე იგი, კარგად გითამაშია. ვუყვირე თუ არა მცველებს? შეიძლება კი, შეიძლება – არა. ზუსტად არ მახსოვს, მაგრამ ეს მნიშვნელოვანი არაა – მეკარის საქმე დაცვის ხელმძღვანელობაა და თუ საამისოდ ხმის აწევაა საჭირო, არავის უნდა გაუკვირდეს.

2001 წელს „იუვენტუსმა” ჩემს სანაცვლოდ 52,8 მილიონი ევრო გადაიხადა. ეს დიდებული იყო! სიმართლე გითხრათ, ამხელა თანხის გამო არავითარი პრობლემა არ მქონია, თავში ავარდნას და ამდაგვარებს ვგულისხმობ. თუ ფეხბურთელი კარგია, ფასიც შესაბამისია – ამას სატრანსფერო ბაზარი განაპირობებს. ხომ იცით, კარგი მეკარე ისევე მნიშვნელოვანია კლუბისთვის, როგორც ძლიერი თავდამსხმელი, ასე რომ… ალბათ, „იუვენტუსის” შეფებმა იფიქრეს, რომ მათი გუნდისთვის საჭირო ვიყავი. ადგნენ და ამხელა თანხაც გაიღეს. ტრანსფერი 5 მილიონი რომ ყოფილიყო, ამხელა ამბავი არ ატყდებოდა, მაგრამ თითქმის 53-მა მილიონმა თავისი გააკეთა. ისე, „იუვენტუსში” 5 მილიონის სანაცვლოდაც გადავიდოდი, მაგრამ მეეჭვება „პარმას” ხელმძღვანელობა ბედნიერი ყოფილიყო.

დარწმუნებული ვარ არავის ესიამოვნებოდა ის ამბები, რაც 2006 წელს სერია ა-ში მოხდა – კალჩოპოლის ამბებს ვგულისხმობ. მაშინ ჩვენ, ტურინელებმა ძალიან მძიმე დღეები გადავიტანეთ: კლუბი სერია ბ-ში დააქვეითეს და თან ორი სკუდეტო ჩამოგვართვეს. ჩვენ, ფეხბურთელები დამნაშავენი არ ვიყავით – მოედანზე გავდიოდით და საქმეს პირნათლად ვასრულებდით, მაგრამ ამით რა?. იმოქმედა თუ არა კალჩოპოლის სკანდალმა ნაკრებზე? თქვენ როგორ ფიქრობთ? გერმანიაში მსოფლიო ჩემპიონატზე ჩასულებს, გვსურდა, რომ გაგვეკეთებინა რაღაც ისეთი, რაც იმ ნეგატიურ ამბავს გადაფარავდა. ყველა ვხვდებოდით, რომ მატჩიდან მატჩამდე გადამწყვეტი მომენტი გვედგა. მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიო ჩემპიონატი მოვიგეთ, ვერ ვიტყვი, რომ ეს კალჩოპოლის გამო შევძელით – უბრალოდ, ძალიან გვინდოდა გამარჯვება და რაც მთავარია, მზად ვიყავით ამისთვის.

ზიდანის ის მომენტი ფინალში? კი, ძალიან მნიშვნელოვანი წამი იყო, მაგრამ საუკეთესო? არ ვიცი, არ ვარ დარწმუნებული, რომ ისაა ყველაზე მაგარი ეპიზოდი, თუმცა უმნიშვნელოვანესი ნამდვილადაა! ისე, ეფექტური ნახტომი კი გამომივიდა. პრინციპში, ზიზუს თავურიც ძალიან ლამაზი იყო!

გადაწყვეტილებებით ფასდება ადამიანი. იმ დროს „იუვენტუსში” დარჩენა, ეგებ, არ იყო ლოგიკური, მაგრამ მაშინ გულს ვენდე და ვფიქრობ, არ წავაგე. სხვებმა სხვა გზა აირჩიეს – პატრიკ ვიეირა და ზლატან იბრაჰიმოვიჩი მილანის „ინტერში” წავიდნენ, ფაბიო კანავარო და ემერსონი – მადრიდის „რეალში”, ლილიან ტურამი და ჯანლუკა ძამბროტა „ბარსელონაში” გადავიდნენ. ეს მათი გადასაწყვეტი იყო. იყო თუ არა ადვილი სერია ბ-ში თამაში? ვერ ვიტყვი, რომ ადვილი ან სასიამოვნო იყო. ამას უფრო გამოცდილება ეთქმის, რაც შემდგომში ძალიან გამომადგა.

რონალდო საუკეთესო მოთამაშეა, ვის წინაშეც ვმდგარვარ – ის შეუდარებელი, ბრწყინვალე, მართლა ფენომენი იყო! იტალიელებიდან? რობერტო ბაჯო! მან ყველაზე დიდი გავლენა მოახდინა ჩვენ ფეხბურთზე.

როცა ანტონიო კონტე „იუვენტუსში” თამაშობდა, შეუდარებელი იყო: კარგი ფეხბურთელი, ნაღდი პროფესიონალი, მისაბაძი ბიჭი. მწვრთნელად დაბრუნებულიც უმაღლეს დონეზე იდგა – მისი შემხედვარე იცოდი, რომ პროფესიონალთან, თავისი საქმის ზედმიწევნით კარგად მცოდნე კაცთან მუშაობდი.

ვინ უფრო მკაცრი იყო: კონტე თუ ფაბიო კაპელო? ერთმნიშვნელოვნად, კონტე! ის ახალგაზრდაა, ყოველდღიურად ფეხბურთით ცხოვრობს და ალბათ, ამიტომაცაა კაპელოსთან შედარებით ფიცხი. საერთოდ, მომხრე ვარ, რომ მწვრთნელმა ყველაფერი თქვას, რაც საჭიროა. ეს არც კაპელოს ეშლებოდა და არც კონტეს. მგონი, საქმე ასე უკეთესად კეთდება.

დასამალი რაა, პენალტების დროს ვღელავ. ასეთ დროს შანსები 50/50-ზეა და ფეხბურთელის გარდა, მეკარეზეც ბევრი რამაა დამოკიდებული. ვცდილობ მაქსიმალურად კონცენტრირებული ვიყო. ვფიქრობ, ამას ვახერხებ. საერთოდ, პენალტების სერია თამაშის ის კომპონენტია, რომელიც ყველაზე მეტად არ მიყვარს.

ამბობდნენ, რომ ევრო 2012-ის ფინალის შემდეგ მარიო ბალოტელიმ ესპანელებთან წაგება ჩვენ, იუვენტუსელებს დაგვაბრალა, ჩვენ კი ვეცით და გასახდელის იატაკზე დავაგდეთ. ეს სისულელეა, ასეთი რამ არ მომხდარა! თანაც, მეეჭვება მარიო ის ბიჭი იყოს, ვინც ამის თქმას გაბედავდა.

იტალიის პირველ გუნდში თამაშით ძალიან ბედნიერი ვარ! ყოველთვის, როცა თამაშის წინ ჰიმნს ვისმენ და ვმღერი, ვფიქრობ, რომ იმ წუთებში იქ, მოედანზე ყოფნით მაგრად გამიმართლა.

მთელი კარიერის განმავლობაში მოკლე შორტებით ვთამაშობ. როგორ გითხრათ, თავს ასე უკეთესად ვგრძნობ. თან, შორტები ბავშვობიდან მიყვარს.

ვინ ვიქნებოდი ფეხბურთელი რომ არ ვყოფილიყავი? ამაზე არ მიფიქრია. ისე, ყოველთვის თამაში მსურდა და ბედნიერი ვარ, რომ ოცნება ავისრულე. თუ რამეზე ვფიქრობ, მხოლოდ და მხოლოდ იმაზე, რომ რაც შეიძლება კარგად ვითამაშო.

ჩვენი, მეკარეების შემთხვევაში ბევრი რამაა დამოკიდებული იმაზე, თუ როგორ ვთამაშობთ 30 წლამდე. ჩემს შემთხვევაში ძალიან მეხმარება ფიზიკური ფორმა და სტაბილურობა, რითაც აქამდეც გამოვირჩეოდი. შესაძლოა, ახლა ვერ ვიყო ისეთივე სწრაფი, როგორც ვთქვათ, ათი წლის წინ, მაგრამ დღეს ზუსტად ვიცი პოზიციის შერჩევა, გამოსვლაზე თამაში, რაც მხოლოდ გამოცდილებამ მოიტანა. კარიერის დასრულებას ნამდვილად არ ვჩქარობ. ამას ყოველთვის მოვასწრებ.

ბოლო წლების განმავლობაში მსოფლიოს საუკეთესო მეკარეებად მე და იკერ კასილიასს გვასახელებდნენ. თანამედროვეებიდან ინგლისელი ჯო ჰარტიც მომწონს – ახალგაზრდაა და მიმაჩნია, რომ ყველაფერი წინ აქვს. თუ ასე გააგრძელებს, ის მსოფლიო დონის ვარსკვლავი გახდება! იგივე შემიძლია ვთქვა ბელგიელ ტიბო კურტუაზეც“.

გიორგი გაჩეჩილაძე

ავტორი

ჯან ლუიჯი ბუფონი
გაზიარება1Tweet1Send

ამავე კატეგორიაში

სპორტი

12 წლის სენაკელი მოჭადრაკე საქართველოს ორგზის ჩემპიონია – გაიცანით ნიკოლოზ გოგია

22:09; 14 სექტემბერი, 2026
სპორტი

ლაზარე ჩხარტიშვილი 12 წლამდე ჭაბუკთა შორის საქართველოს ჩემპიონი გახდა

12:14; 14 სექტემბერი, 2026
სპორტი

ლუიშ ფიგუმ ხვიჩა კვარაცხელიას საუკეთესო ფეხბურთელის პრიზი გადასცა

10:01; 10 სექტემბერი, 2026
სპორტი

ხვიჩა კვარაცხელია ოქროს ბურთის ნომინანტებში წარადგინეს

19:05; 8 სექტემბერი, 2026
სპორტი

ლაშა ტალახაძე დიდ სპორტს დაუბრუნდა – ცნობილია, სად იასპარეზებს ქართველი ძალოსანი

10:24; 6 სექტემბერი, 2026

უკრაინა ევროკავშირის და ნატოს ნაწილია - ფინეთის პრემიერი

რუსეთმა პოლონეთისთვის ნავთობის მიწოდება შეაჩერა

ყველა სიახლე

სამართალი

დიდუბეში მატარებელი ქვეითს დაეჯახა _ მოქალაქე ადგილზე გარდაიცვალა

21:04; 15.09.2026
საზოგადოება

ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

20:43; 15.09.2026
მსოფლიო

რუსეთ-უკრაინის ომი: 15 სექტემბრის მთავარი მოვლენები

19:53; 15.09.2026
პოლიტიკა

როგორ აფასებენ საკადრო ცვლილებებს უსაფრთხოების სამსახურში მმართველი გუნდი და ოპოზიცია

18:32; 15.09.2026
საზოგადოება

„განახლებული, ავტორიზებული, მაგრამ ისევ დაკეტილი _ რატომ ვერ გაიხსნა შუხუთის სკოლა“

17:38; 15.09.2026
პოლიტიკა

„დაგროვებითი პენსიის შესახებ“ კანონში ცვლილები პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო

16:39; 15.09.2026
პოლიტიკა

ლაშა ტუღუში – კულტურის მინისტრად იმ ადამიანის დანიშვნა, რომელსაც არ აქვს ამ სფეროში გამოცდილება, ნიშნავს რეპრესიებს

14:17; 15.09.2026
საზოგადოება

შენი ავტოსაჭიროებები ერთ სივრცეში – მობაილბანკში ავტო კომფორტი განახლდა

14:14; 15.09.2026
საზოგადოება

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, დიდ ბრიტანეთში სწავლის მსურველებისთვის საინფორმაციო ვებინარი გაიმართება

14:11; 15.09.2026
პოლიტიკა

საპენსიო შენატანების ვალდებულების დარღვევისთვის დაკისრებულ ზოგიერთ ჯარიმაზე ამნისტია ცხადდება

13:35; 15.09.2026
საზოგადოება

„ტექნიკური ხარვეზი“ მრავალათასიან ტენდერში _ რა შეცდომა გაეპარა ჩოხატაურის მერიას ბახმაროს სტადიონის პროექტში

13:31; 15.09.2026
საზოგადოება

„საქსტატი“ – 2026 წლის II კვარტალში, საშუალო ხელფასი 8%-ით გაიზარდა და 2389 ლარი შეადგინა

13:22; 15.09.2026
საზოგადოება

ყველაფერი რაც კომაროვის სკოლისა და საქართველოს ბანკის ერთობლივ საგანმანათლებლო პროექტზე-  STEM სკოლაზე უნდა იცოდეთ  

11:27; 15.09.2026
პოლიტიკა

კულტურის მინისტრად მაია ბითაძე დაინიშნა

11:15; 15.09.2026
საზოგადოება

“გთხოვთ გურიკამდე მიმიყვანეთ” _ გურამ დადიანიძის დედა მიმართვას ავრცელებს

11:01; 15.09.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ფოტოამბავი თელავის საგამოცდო ცენტრიდან – 30 წლის მონაზონი ერთიან ეროვნულ გამოცდებს აბარებს

14:57; 2.07.2026
0

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

,,მგონი ვიცი, რაც ემართებათ სუსის უფროსებს“ – ნინო ჯანგირაშვილი

14:43; 14.09.2026
0

კახა კახიშვილი: „ასეთი მეთოდებით ბრძოლამ არ უნდა მიგვიყვანოს იქამდე, რომ ექიმებს ავადმყოფის დახმარების შეეშინდეთ“

12:00; 14.09.2026

ხსოვნა

ხსოვნა

მამუკა ცინცაძე

11:22; 6 აპრილი, 2026
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

09:02; 4 აპრილი, 2026

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო