მინიმუმ 59 მიგრანტი, მათ შორის 12 ბავშვი, დაიღუპა და ათეულობით ადამიანი დაკარგულად ითვლება მას შემდეგ, რაც მათი ნავი სამხრეთ იტალიის მახლობლად ზღვაში ჩაიძირა. შემთხვევა კალაბრიასთან მოხდა.
სანაპირო დაცვამ განაცხადა, რომ 80 ადამიანი იპოვეს ცოცხალი, “მათ შორის ზოგიერთი, ვინც ჩაძირვის შემდეგ მოახერხა ნაპირამდე მისვლა”.
მაშველებმა AFP-ს განუცხადეს, რომ ნავში “200-ზე მეტი ადამიანი” იმყოფებოდა, რაც ნიშნავს, რომ 60-ზე მეტი ადამიანი უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება.