გამოცემა “Rolling Stone”-ს მტკიცებით, ცნობილი ამერიკელი კინომსახიობი ჯორჯ კლუნი ტეკილას წარმოებით დაინტერესდა.
ამ წამოწყებაში მისტერ ჯორჯს ახლო წარსულში პოპულარული ამერიკელი მოდელი სინდი კროუფორდის ყოფილი მეუღლე რენდ ჰერბერტი დაეხმარება.
საქმოსნების წყვილი ამ ალკოჰოლური სასმელის ახალი სახეობის გამოშვებას აპირებს. კლუნის მისი სახელწოდება უკვე შერჩეული აქვს – “Casamigos”.
ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში კლუნი-ჰერბერტის დუეტი ტეკილას მცირე რაოდენობას ასხამდნენ და ამ საქმეში გარკვეული გამოცდილება შეიძინეს. მეგობრებმა გადაწყვიტეს რომ დადგა დრო და წარმოებას ფართო ხასიათი უნდა მისცენ, მოგვიანებით კი მსოფლიო ბაზარზეც გავიდნენ.
საინტერესოა, რომ რამდენიმე წლის წინ ტეკილას წარმოებით ცნობილი გიტარისტი კარლოს სანტანაც დაინტერესდა.
სანტანამ კომპანია “Casa Noble Tequila”-ს აქციები შეიძინა. ამის გარდა, მუსიკოსი ამ ფირმის დირექტორთა საბჭოს შემადგენლობაშიც შევიდა.
“ამ კომპანიის მეპატრონეებს ჩინებულად ვიცნობ. ისინი მსოფლიოში საუკეთესო ხარისხის ტეკილას აწარმოებენ. ენთუზიაზმი, საქმისადმი ერთგულება და პატიოსნება ბიზნესში – ეს არის ამ ფირმის დამახასიათებელი ნიშანი. ტეკილა ძალიან მიყვარს და გადავწყვიტე ჩემი თანხის ნაწილი ამ კომპანიის გაფართოების საქმეში ჩავდო”, – განაცხადა კარლოს სანტანამ.
ავტორი