FBI-ს დირექტორმა კრისტოფერ ვრეიმ თქვა, რომ ბიუროს მიაჩნია, რომ Covid-19 “სავარაუდოდ” წარმოიშვა “ჩინეთის მთავრობის მიერ კონტროლირებად ლაბორატორიაში”.
”FBI-მ უკვე დიდი ხანია შეაფასა, რომ პანდემიის წარმოშობა, სავარაუდოდ, პოტენციური ლაბორატორიული ინციდენტია,” – განუცხადა მან Fox News-ს.
ეს არის პირველი საჯარო დადასტურება FBI-ს მხრიდან, თუ როგორ გაჩნდა პანდემიის ვირუსი.
ჩინეთმა უარყო ლაბორატორიიდან გაჟონვა და ბრალდებას ცილისწამება უწოდა.
ვრეიმ თქვა, რომ ჩინეთი ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ხელი შეუშალოს და დაბნეულობა გამოიწვიოს გლობალური პანდემიის წყაროს იდენტიფიცირების ძალისხმევაში.
ვრეიმ კომენტარი მას შემდეგ გააკეთა, რაც აშშ-ს ელჩმა ჩინეთში მოუწოდა ქვეყანას “უფრო გულწრფელი” ყოფილიყო კოვიდის წარმოშობის შესახებ.
ზოგიერთი კვლევა ვარაუდობს, რომ ვირუსი ცხოველებიდან ადამიანებზე გავრცელდა ზღვის პროდუქტებისა და ველური ბუნების ბაზრიდან.
ბაზარი 40 წუთის სავალზეა მსოფლიოში წამყვანი ვირუსების ლაბორატორიიდან, ვუჰანის ვირუსოლოგიის ინსტიტუტიდან, რომელიც ატარებდა კვლევებს კოროვირუსებზე.
აშშ-ს სხვა სამთავრობო უწყებებმა გამოიტანეს განსხვავებული დასკვნები FBI-ს მიმართ, მათი დასკვნების მიმართ განსხვავებული ხარისხის ნდობით.
ჩინეთის მთავრობას ჯერ არ უპასუხია ვრეის კომენტარებზე.