https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    მოემზადე ახალი სასწავლო წლისთვის – საქართველოს ბანკის შეთავაზებები სტუდენტებისთვის და მოსწავლეებისთვის

    თუ საზღვარგარეთ სწავლა გსურს: 5 რჩევა  საქართველოს ბანკის Fulbright-ის სტიპენდიანტისგან

    გადაწყვეტილება, რომელიც 2 დღეში ამოქმედდება – რა უნდა იცოდნენ მძღოლებმა

    აფხაზი ბლოგერი დაურ ბუავა თბილისში გარდაცვლილი იპოვეს

    „შინდისის გმირის შვილს სწავლის თანხა პედაგოგებმა აუგროვეს“ — ლადო აფხაზავა „უფასო განათლების“ დაპირებაზე

    წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ჩადენილი თაღლითობა და თაღლითობის მცდელობა: 5 დაკავებულს 9 წლამდე პატიმრობა ემუქრება

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    მთის არწივი – ვაჟა-ფშაველა

    „კომსომოლისტების“ თარეში თბილისში

    ბედისწერამ თავისი გაიტანა

    ქართული ნაციონალიზმი

    როგორ გადაურჩა ქართველობა ციმბირში გადასახლებას

     „ჩვენი ერთობა“, 26 მაისი, 1925 წელი

  • ფეისბუქსტატუსები

    “ბიძინას კატეგორიულად არ აწყობს, დაბრალდეს თუნდაც ერთი მკვლელობა” – ბაია პატარაია

    “სანამ ცოცხლები ვართ, ამის ძალა გვაქვს“ — გიორგი კეკელიძე ფერისცვალებაზე

    „პროპაგანდის საქმე ტყუილებია“ — რას წერს ნიკა გვარამია აფხაზეთის დაბრუნების ხედვასა და ფაშინიანის მაგალითზე

    “ვცხოვრობთ ტრაგედიიდან ტრაგედიამდე, რომელზეც პასუხისმგებელი არავინაა”- ტატა ხვედელიანი გურიაში მომხდარ ავარიას ეხმაურება

    „კვირცხალია მზადაა ამ რეალობას გაუძლოს?“ — ნიკოლოზ რაჭველი

    გიორგი კეკელიძე: უნდათ, ხვალ ეს მიწაც მათი იყოს

  • 21-ს ქვევით

    ეროვნული გამოცდები ოზურგეთში: სიახლეა ის, რომ ახლა მესამე საჯარო სკოლაა მასპინძელი

    როგორ იქცევა ჩვეულებრივი საკლასო დავალება რეალობად?- მეშვიდე კლასის მოსწავლე ბუდუ ზივზივაძეს შეხვდა

    ბედნიერი გზებით იარეთ, ბავშვებო! _ნიჭის ზეიმი შუაფარცხმის საჯარო სკოლის სცენაზე

    რომელი არჩევითი საგნებია წელს ყველაზე მოთხოვნადი? — გამოცდების ცენტრის სტატისტიკა

    შემოქმედებითი საღამო-დაჯილდოება ჩოხატაურის მართლმადიდებლურ სკოლაში

    კატო ჩხიკვაძემ ,,ოქსფორდის სკოლა საქართველოსთვის” ჩააბარა და აკადემიური სტიპენდია მოიპოვა

  • მსოფლიო

    მედია – დონალდ ტრამპი დღეს ვლადიმერ პუტინთან და ვოლოდიმირ ზელენსკისთან სატელეფონო საუბრებს გეგმავს

    მედია – რუსეთში, რიაზანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე დრონებით თავდასხმა განხორციელდა

    პესკოვი: პუტინმა სამი დღის განმავლობაში კიევზე დარტყმების შეჩერების ბრძანება გასცა

    ელ-ნინიო სწრაფად ძლიერდება, რის გამოც პლანეტას ამინდის ანომალიების კიდევ 6 თვე ელის – გაერო

    ცაჰკნა: ესტონეთში საჰაერო განგაში გააქტიურდა, დრონები ჩვენს საჰაერო სივრცეში შემოვიდნენ

    რეფერენდუმის თანახმად ისლანდიის მოსახლეობა ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებული მოლაპარაკებების განახლების წინააღმდეგია

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

ბახვი ჰესის უმცროსი ინჟინერი ნინი გიორგაძე სტენფორდში ჩაირიცხა

11:51; 2.03.2023
ბახვიჰესი
Share on FacebookShare on TwitterEmail

22 წლის ნინი გიორგაძე უკვე მესამე წეია, კომპანია CCEH-ის პორტფოლიო პროექტებზე მუშაობს. ჯერ იყო ახალქალაქი ჰესის მშენებლობის პროექტი, რომელიც 2022 წლის ნოემბერში გაეშვა ექსპლუატაციაში, ახლა კი ბახვი 1 და ბახვი 2 ჰესების პროექტებია, სადაც ნინი უმცროსი ინჟინრის პოზიციაზე მუშაობს.

ნინი გიორგაძე 2023 წლის სექტემბრიდან სტენფორდის უნივერსიტეტის დოქტორანტურაზე გააგრძელებს სწავლას. მსოფლიოს საუკეთესო უნივერსიტეტში ნინი სრული დაფინანსებით მოხვდა სამოქალაქო და გარემოს ინჟინერიის ფაკულტეტზე.

“გურია ნიუსი” გთავაზობთ ინტერვიუს ნინი გიორგაძესთან, რომელიც გვიყვება, თუ რა გზა გაიარა მან სკოლის მერხიდან სტენფორდამდე.

_ რომელი სკოლა დაამთავრეთ?

_ 2018 წელს დავამთავრე ქართულ-ამერიკული უმაღლესი სკოლა (Georgian-American High School).

_ სკოლის დასრულების შემდეგ სად გააგრძელეთ სწავლა და რომელ ფაკულტეტზე?

_ სკოლის დასრულებისთანავე ჩავაბარე სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი-საქართველოში (San Diego State University Georgia) სამოქალაქო ინჟინერიის (Civil Engineering) ფაკულტეტზე.

_ ამჟამად რას საქმიანობთ?

_ 2020 წელს უნივერსიტეტის რეკომენდაციით მოვხვდი კავკასიის განახლებადი ენერგიის ჰოლდინგში (CCEH) სამოქალაქო ინჟინრის სტაჟირების გასაუბრებაზე. კომპანიის აღმასრულებელი დირექტორი, მიხეილ ნიბლაძე, სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის მრჩეველთა საბჭოს წევრია. მან იქ გამიცნო და მიმიწვია თავის კომპანიაში სტაჟირებაზე.

ამავე წლის აგვისტოში დავიწყე მუშაობა კავკასიის განახლებადი ენერგიის ჰოლდინგის (CCEH) ერთ-ერთ პორტფოლიო პროექტზე _ “ახალქალაქი ჰესი”. აღნიშნული მცირე ზომის ჰიდროელექტროსადგური წინა წლის ნოემბერში წარმატებით გაეშვა ოპერირებაში, რის შემდეგაც დავიწყე მუშაობა ამავე კომპანიის ახალ პროექტზე, როგორც უმცროსი სამოქალაქო ინჟინერი. პროექტი ორ, მცირე და საშუალო ჰიდროელექტროსადგურის (“ბახვი 1 ჰესი” და “ბახვი 2 ჰესი”) აშენებას მოიაზრებს გურიაში. ჩემთვის, როგორც გურულისთვის, ორმაგად სასიამოვნო და საპასუხისმგებლოა მსგავსი მნიშვნელობის პროექტში ჩართულობა. აქვე უნდა აღვნიშნო, რომ ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო კარგ სამუშაო გამოცდილებასთან ერთად, შემენარჩუნებინა მაღალი ქულები უნივერსიტეტში. საბედნიეროდ სამსახური ამაში ყოველთვის მიწყობდა ხელს.

_ ცხოვრების ასეთ მნიშვნელოვან ეტაპებზე ვინ იყო თქვენი ყველაზე დიდი გულშემატკივარი?

_ ალბათ, როგორც ცხოვრების ყველა ეტაპზე, ამ დროსაც ჩემი ოჯახის წევრები იყვნენ მოტივაციის ყველაზე დიდი წყარო. განსაკუთრებული ჩართულობით მამას გამოვარჩევდი.

_ თქვენი აზრით, რამ განაპირობა თქვენი წარმატება და ელოდებოდით თუ არა მსგავს შედეგს?

_ შრომისმოყვარეობა და მიზანდასახულობა მგონია ყველაზე მნიშვნელოვანი თვისებები ნებისმიერი წარმატების მისაღწევად. ამერიკულ უნივერსიტეტში ჩაბარებას დიდი ხნის განმავლობაში ვფიქრობდი, თუმცა, რა თქმა უნდა, ეს მხოლოდ ბოლო წლების მონდომების დამსახურება არაა და ადრეული ასაკიდან სწორი პრიორიტეტებისა და ღირებულებების ჩამოყალიბებამ შეუწყო ხელი. მოსწავლეობის პერიოდშივე ტექნიკური საგნების მიმართ მქონდა განსაკუთრებული ინტერესი და გამიმართლა, რომ სკოლამ ამ მიმართულებით განვითარებაში ძალიან შემიწყო ხელი. ასევე, გამიმართლა და “ათასწლეულის გამოწვევის ფონდის” მიერ მხარდაჭერილი პროექტით ჩავაბარე სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტში სრული დაფინანსებით, რამაც კიდევ უფრო დამაახლოვა ამერიკულ განათლებასთან და გამიხსნა გზა მაღალი რეიტინგის უნივერსიტეტებისკენ. თუმცა, ინჟინერია ფართო დარგია და ძალიან მნიშვნელოვანია, იპოვო ის მიმართულება, რომელიც ყველაზე მეტად ემთხვევა შენს ინტერესებს. აკადემიური ცოდნის სწორ, ჩემთვის საინტერესო სფეროში გამოყენება სამუშაო გარემომ განაპირობა.

რაც შეეხება მოლოდინებს, საკმაოდ ბევრ უნივერსიტეტში მქონდა გაგზავნილი აპლიკაციები და დადებით პასუხს ველოდებოდი უმეტესობისგან. თუმცა თავიდანვე ვაფასებდი, რომ კონკრეტულად სტენფორდში მიღების შესაძლებლობა ნაკლები იყო და მოლოდინიც, შესაბამისად, თითქმის არ მქონდა. სტენფორდს მსოფლიოს საუკეთესო უნივერსიტეტებს შორისაც კი მიღების ერთ-ერთი ყველაზე დაბალი მაჩვენებელი აქვს, განსაკუთრებით საინჟინრო დარგებში. ძალიან ბედნიერი ვარ, რომ შერჩევითობის ამ მაღალმა კრიტერიუმმა არ დამაბრკოლა და მაინც გავგზავნე აპლიკაცია.

_ როგორ წარმოგიდგენიათ თქვენი თავი სტენფორდის უნივერსიტეტში და რა მოლოდინები გაქვთ?

_ ჯერ კიდევ იმის გააზრების ეტაპზე ვარ, რომ სტენფორდში გავაგრძელებ სწავლას სექტემბრიდან. ჩემთვის სრულიად ახალი ცხოვრების ეტაპი იწყება, რასაც მოუთმენლად ველოდები. იმასთან ერთად, რომ მივიღებ უმაღლესი დონის თეორიულ და პრაქტიკულ განათლებას, ჩავატარებ კვლევას იმ სფეროში, რომელიც მაინტერესებს, გავიცნობ დარგის სახელოვან სპეციალისტებს, პროფესორებს, ასევე, ჩემი თაობის წარმატებულ ადამიანებს და ამ მხრივაც გავიმდიდრებ ჩემს გამოცდილებას.

_ რომელ ფაკულტეტზე ჩაირიცხეთ და რამდენ ხანს მოგიწევთ აღნიშნულ ფაკულტეტზე სწავლა?

_ ჩავირიცხე სამოქალაქო და გარემოს ინჟინერიის (Civil and Environmental Engineering) ფაკულტეტის სადოქტორო პროგრამაზე. საშუალოდ კვლევა ხუთ წელს გრძელდება ხოლმე, ზოგ შემთხვევაში მეტიც. იმედია, როგორც გურული, აქაც სწრაფი ვიქნები.

_ მოდით, სამომავლო “გეგმებზეც” ვისაუბროთ, აპირებთ ამერიკაში დარჩენას თუ საქართველოში დაბრუნდებით?

_ მიუხედავად სკეპტიკური განწყობებისა, დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოში დავბრუნდები. ჩემი კვლევის მიზანიც თავისთავად საქართველოს რეალობისა და საჭიროების გათვალისწინებით ავირჩიე. ორ წელზე მეტია ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობაში ვარ ჩართული და კარგად ვაცნობიერებ ამ მიმართულებით საქართველოს გამოუყენებელ ენერგორესურსებს და შესაძლებლობებს. წინა წელს გამოვაქვეყნე ნაშრომი “Importance of Renewable Energy, Specifically Hydropower Development” (“განახლებადი ენერგიის, კერძოდ ჰიდროენერგეტიკის განვითარების მნიშვნელობა”). ჩემი კვლევაც ამ მიმართულებით იქნება წარმართული. რა თქმა უნდა, ვგეგმავ, მიღებული ცოდნა და გამოცდილება ისევ საქართველოს განვითარებაში, კერძოდ ენერგოდამოუკიდებოლობის მოპოვებაში გამოვიყენო.

_ თქვენი ცხოვრების დევიზი რა არის?

_ ყოველთვის მომწონდა გამოთქმა: “work until your idols become your rivals” (“იმუშავე მანამ, სანამ შენი კერპი შენი კონკურენტი არ გახდება”). ახლა განსაკუთრებული დევიზი არ მაქვს, უფრო ვცდილობ, ჩემს თავს ვაჯობო და მაქსიმალურად გამოვიყენო ყველანაირი გამოცდილება. სტენფორდიც ჩემთვის არის ახალი შესაძლებლობა, კიდევ უფრო ბევრი რამე დავუმტკიცო ჩემს თავს.

_ რას ეტყოდით იმ სტუდენტებსა და აბიტურიენტებს, ვინც ამ გზას ახლა გადის?

_ უნივერსიტეტის არჩევა და ჩაბარების პროცესი საკმაოდ სტრესულია, ნერვიულობა კი თანმდევი გრძნობა. აპლიკაციის მომზადება, გაგზავნა, ლოდინის პერიოდი – თითოეული ეტაპი მეტად სანერვიულო იყო. მთავარია, ამ განცდამ თავდაჯერებულობისა და შრომისმოყვარეობის ხარისხი არ შეამციროს. აბიტურიენტებსა და სტუდენტებს ვურჩევდი, გაითვალისწინონ ერთი დეტალი, ზოგჯერ გამოცდებზე შესაძლებლობის მაქსიმუმს ვერ ავლენ, მაგრამ ყველაფერი წინ არის და ცხოვრება გვთავაზობს ახალ შესაძლებლობებს, როგორც დიდი რუსთაველი ბრძანებს: “ბედი ცდაა, გამარჯვება ღმერთსა უნდეს, მო-ცა-გხვდების”.

ბახვიჰესინინი გიორგაძე
გაზიარება62Tweet39Send

ამავე კატეგორიაში

ბახვიჰესი

ბახვი ჰესის გარემოს დაცვის მონიტორინგის გეგმა და მისი აღსრულება

11:07; 9 თებერვალი, 2026
ბახვიჰესი

“მე ავაშენე ბახვი ჰესი”

12:03; 24 დეკემბერი, 2025
ბახვიჰესი

ბახვი ჰესი _ ჩვენ შევასრულეთ დანაპირები

10:29; 19 დეკემბერი, 2025
ბახვიჰესი

ბახვი ჰესის სოციალური პროგრამა – თანაბრად გაზიარებული სარგებელი

12:24; 16 დეკემბერი, 2025
ბახვიჰესი

საზოგადოებასთან ურთიერთობები – გამჭვირვალობა და ჩართულობა

10:46; 11 დეკემბერი, 2025

"რუსეთის შეჭრა უკრაინაში უნდა დასრულდეს"- სანტიეგო კაფიერო

გარდაიცვალა „ცისფერი ტრიოს“ სოლისტი თამაზ სეფერთელაძე

ყველა სიახლე

საზოგადოება

„ასპირინის ფასი განიხილოს ფასების კომისიამ, საქმეში ჩაეთვლებათ!“ — რატომ ბრაზობენ გურულები?

19:14; 9.09.2026
საზოგადოება

“ენერგო-პრო ჯორჯიას” აბონენტთა საყურადღებოდ!

18:08; 9.09.2026
საზოგადოება

„პარვუს ჯგუფის” ტრადიცია თემის სკოლების მხარდასაჭერად

17:59; 9.09.2026
საზოგადოება

ბათუმიდან აფრენილი მცირე ზომის კერძო თვითმფრინავი თურქეთის სანაპიროსთან ზღვაში ავარიულად დაეშვა

17:19; 9.09.2026
პოლიტიკა

„გახარია საქართველოსთვის“: ჩორჩანას საპოლიციო საგუშაგოს გაუქმება სამშობლოს ღალატი იქნება

15:37; 9.09.2026
საზოგადოება

ნავთობის ფასი მკვეთრად გაიზარდა

15:03; 9.09.2026
სამართალი

პროკურატურამ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე უცხო ქვეყნის მოქალაქეს ბრალდება წარუდგინა

14:34; 9.09.2026
ფინანსები

თიბისი IT აკადემია – სწორი ადგილი განათლებისთვის, ცოდნიდან კარიერულ შესაძლებლობამდე

14:29; 9.09.2026
სამართალი

თბილისის სააპელაციო სასამართლომ ბიზნესმენი თამაზ ელიზბარაშვილი პატიმრობაში დატოვა

13:57; 9.09.2026
საზოგადოება

გურიასა და დასავლეთ საქართველოში ტემპერატურა +31 გრადუსს მიაღწევს — უახლოესი დღეების პროგნოზი

13:06; 9.09.2026
სამართალი

პოლიციამ 107 შეკვრა ნარკოტიკი ამოიღო – დაკავებულია 3 პირი

13:00; 9.09.2026
სამართალი

პოლიციამ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებისთვის ძებნილი პირი დააკავა

10:45; 9.09.2026
ფინანსები

მნიშვნელოვანია არა რას აკეთებ, არამედ როგორ – ნიკა ლებანიძის წერილი 19 წლის საკუთარ  თავს

10:20; 9.09.2026
ფინანსები

განათლების შესაძლებლობა მოსწავლეებისთვის – დარეგისტრირდით საქართველოს ბანკის და კომაროვის STEM სკოლაში

9:57; 9.09.2026
პოლიტიკა

ლაშა ნადარეიშვილი: “ასავალ-დასავალს” აფინანსებს წიწამური, სადაც ერთხელ უკვე გავარდა საბედისწერო ტყვია”

9:27; 9.09.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ფოტოამბავი თელავის საგამოცდო ცენტრიდან – 30 წლის მონაზონი ერთიან ეროვნულ გამოცდებს აბარებს

14:57; 2.07.2026
0

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

“ბიძინას კატეგორიულად არ აწყობს, დაბრალდეს თუნდაც ერთი მკვლელობა” – ბაია პატარაია

9:58; 4.09.2026
0

“სანამ ცოცხლები ვართ, ამის ძალა გვაქვს“ — გიორგი კეკელიძე ფერისცვალებაზე

10:07; 19.08.2026

ხსოვნა

ხსოვნა

მამუკა ცინცაძე

11:22; 6 აპრილი, 2026
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

09:02; 4 აპრილი, 2026

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო