The Sun-ის მტკიცებით, ცნობილმა მომღერალმა რობი უილიამსმა თაღლითების გამო 200 000 გირვანქა სტერლინგი დაკარგა.
ორმა „მეგობარმა“ ეს თანხა ისესხა ტანსაცმლის ახალი მარკის შესაქმნელად, მაგრამ მთელი ფული გართობაში დახარჯეს. უფრო მეტიც, გასართობ საღამოებს უილიამსის სახლში მართავდნენ.
ლოს-ანჯელესში მდებარე ვილა მუსიკოსმა „მეგობრებს“ დიდსულოვნად დაუთმო.
ერთ დღესაც უილიამსმა სახლის მონახულება გადაწყვიტა და ნანახით შეძრწუნებულმა „ახლობლებს“ დაუყოვნებლივ კარისკენ მიუთითა.
როგორც ცნობილია, მომღერალი უახლოეს დღეებში თაღლითების წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელს შეიტანს.
ავტორი