კიევში რამდენიმე აფეთქება მოხდა. ინფორმაციას დედაქალის მერი ვიტალი კლიჩკო ავრცელებს.
“მორიგი აფეთქება დედაქალაქში. სვიატოშისკის რაიონი. შემთხვევის ადგილზე სასწრაფო სამსახურები მიდიან. საცხოვრებელი კორპუსის უკანა ეზოში მანქანები იწვის”, – წერს კლიჩკო.
მისივე ინფორმაციით, ბოლო აფეთქების შედეგად მინიმუმ ორი ადამიანი დაშავდა.
“სვიატოშინსკის რაიონში ორი ადამიანი დაშავდა. ადგილზე მედიკოსები დახმარებას უწევენ. საჰაერო განგაში გრძელდება. დარჩით თავშესაფრებში”, – აღნიშნა კლიჩკომ.