“წერილი პუტინის ბრძანებით ციხეში მოთავსებული და მოწამლული სააკაშვილისგან”- მესამე პრეზიდენტის შესახებ, ფრანგი ჟურნალისტი ბერნარ ანრი ლევი წერს.
მან მიხეილ სააკაშვილისგან წერილი მიიღო, რომელშიც კიდევ ერთხელ ნათქვამია, რომ ის მოწამლეს და ყოველდღიურად მისი ჯანმრთელობა უარესდება.
“გწერთ, რადგან გთხოვოთ მხარდაჭერა- მოუყვეთ ყველას ჩემი წამების და ჩემი სიკვდილით კრემლის პირდაპირი ინტერესის შესახებ. გწერთ იმიტომ, რომ თქვენ 2008 წელს იყავით საქართველოში, როცა პუტინმა მორიგი რკინის ფარდა დატესტა, დღეს კი ამას უკრაინაში აკეთებს. და მინდა მოუყვეთ მსოფლიოს რომ ჩემი სიკვდილი ციხეში იმის ნიშანი იქნება რომ ჩემი ქვეყანა რუსეთის ხელშია და იგივე ბედი ელის ზელენსკისაც, როგორც ლავროვი იმუქრება” – ნათქვამია მიხეილ სააკაშვილის წერილში.
“ნუთუ ეს ხალხი, მართლაც უმწეოა კრემლის ტერორისტის ურყევი ნების წინაშე?” – წერს ფრანგი საზოგადო მოღვაწე.
წყარო: alia.ge