აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის დონალდ ტრამპის თქმით, მას მომავალ კვირას დააკავებენ. ამის შესახებ განცხადება მან სოციალურ ქსელ Truth-ში გაავრცელა.
შესაძლო დაკავება ე.წ. სტორმი დენიელსის საქმეს ეხება.
დენიელსი ამტკიცებს, რომ აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა მას 130 ათასი აშშ დოლარი გადაუხადა, რათა მათი სექსუალური კავშირი საიდუმლოდ დაეტოვებინა.
დენიელსმა დონალდ ტრამპს და მის ადვოკატს მაიკლ კოენს სასამართლოში უჩივლა, რომლებიც საპასუხოდ მას სიცრუეში ადანაშაულებენ.
გავრცელებულ განცხადებაში ტრამპი ამტკიცებს, რომ მანჰეტენის რაიონის პროკურორის ოფისიდან “გაჟონილი ინფორმაცია” იმაზე მიუთითებს, რომ “რესპუბლიკური პარტიის“ ყველაზე გამორჩეული კანდიდატი და აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი მომავალ კვირას სამშაბათს იქნება დაკავებული.
ტრამპმა თავის მომხრეებს პროტესტისკენ მოუწოდა.
წყარო: ინტერპრესნიუსი