ქუთაისში, კადეტთა სამხედრო ლიცეუმში შიდა ჩემპიონატი გაიმართა ჭადრაკში.
შესარჩევ ტურებში სამივე სასწავლო კურსიდან მონაწილეობდნენ კადეტები. რამდენიმე ეტაპიანი თამაშების შემდეგ, ფინალური ტურის შედეგად, გამოვლინდნენ გამარჯვებულები.
პირველი ადგილი დაიკავა მეორე სასწავლო კურსის მეორე სასწავლო ჯგუფის კადეტმა, ნიკა ბუკიამ, მეორე ადგილი- პირველი სასწავლო კურსის პირველი სასწავლო ჯგუფის კადეტმა, ალექსანდრე კვირტიამ, მესამე ადგილი კი მეორე სასწავლო კურსის მეოთხე სასწავლო ჯგუფის კადეტმა, ვაჟა კაშიამ.
ვაჟა კაშია წარმოშობით სამტრედიელია. ის 15 წლისაა, მეორე კურსის სტუდენტი. ადგილობრივების ინფორმაციით, ლიცეუმში ეტაპობრივად მიმდინარეობს შიდა სპორტული ჩემპიონატები სპორტის სხვადასხვა სახეობაში. სასწავლო წლის ბოლოს გაიმართება გამარჯვებულთა დაჯილდოების ღონისძიება. სპორტულ აქტივობებს ხელმძღვანელობს მასწავლებელი კობა ვერულაშვილი.
ავტორი