მიხეილ სააკაშვილის დედის, გიული ალასანიას ინფორმაციით, ამჟამად მიხეილ სააკაშვილის 61 კილოს იწონის.
გიული ალასანიამ მიხეილ სააკაშვილი კლინიკა “ვივამედში” ცოტა ხნის წინ მოინახულა. მისი ინფორმაციით, სააკაშვილის მდგომარეობა კვლავ მძიმეა.
“მისი წონა 61 კილოა. რა თქმა უნდა, ძალიან სუსტადაა, ადამიანი 24 საათი არ დგება, არ მოძრაობს ფაქტობრივად. ეს არის ადამიანი, რომელსაც ვერ დააბამდი ერთ ადგილას და ახლა ასეთ მდგომარეობაშია. მე არ ვიცი, რამ უნდა აიძულოს რომელმა თამაშმა და რომელმა მსახიობობამ. ეს კონსილიუმის ექიმები ალბათ იგივე ადამიანები არიან, ვინც ადრეც შედიოდა, ვიცი, რომ ესენი არიან ძალიან კარგი პროფესიონალები. პირადად მე არცერთს ვიცნობ, მაგრამ ვიცი, რომ კარგი ექიმები არიან, მჯერა, რომ ობიექტურები არიან და კარგია, რომ შევლენ და დაწერენ თავის დასკვნას. მე ასე წარმომიდგენია, რომ ესეც უნდა დაერთოს და თვითონ კლინიკის ცნობაც ალბათ, იმიტომ რომ ყველაზე დეტალური ინფორმაცია ამათ აქვთ”, – თქვა გიული ალასანიამ.
წყარო: მთავარი არხი