დღეს, დილიდან, ოზურგეთის ბაზარში სოფლის ქათამი და ინდაური საგრძნობლად ძვირი ღირს წინა დღეებთან შედარებით.
_ ეს მამალი ინდაურია! ხომ ხედავთ რამხელაა? ცოტა ავიც აღმოჩნდა, ამიტომ ცალკე განვათავსეთ, _ გვეუბნებიან აქ მოვაჭრე ქალბატონები.
ასევე ძვირია სოფლის ქათამიც. ერთ ცალი 35-40 ლარი ღირს.
შინაური ფრინველის ფასების ასეთ ზრდაზე ბოლო დღეების განმავლობაში აქტიურად საუბრობენ მომხმარებლები.
_ სოფლიდან ფრინველი არ შემოჰყავთ, ვერც ჩვენ მოვიძიეთ. შესაძლოა, სააღდგომო კვირაში შემოიყვანონ და უფრო გაიაფდეს, ან უფრო გაძვირდეს, ვერაფერს გეტყვით,_ გვითხრეს ფრინველით მოვაჭრე ქალბატონებმა.
ავტორი