ბათუმში, სკოლის მოსწავლეებმა თვითდაზიანებები მიიყენეს. როგორც TV25 წერს, შემთხვევა მეხუთე საჯარო სკოლაში მოხდა.
გავრცელებული ინფორმაციით, შვიდ მოსწავლეს ხელებზე ჭრილობები აქვს. ინციდენტი საგაკვეთილო პროცესი დროს მოხდა. ფაქტს ბათუმის რესურსცენტრიც ადასტურებს.
სკოლის დირექტორი, გოჩა დავითაძე ამბობს, რომ მოზარდებმა ჭრილობები ხელებზე მიიყენეს.
მოსწავლეები მშობლებთან ერთად საგამოძიებო უწყებაში გამოკითხვაზე იმყოფებიან. დამატებითი დეტალები ჯერჯერობით უცნობია.