ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭალადიდში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა.
არსებული ინფორმაციით, მაღალი სიჩქარით მოძრავი ,,ფორდის“ მარკის სტვირთო ავტომანქანის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, სავალი ნაწილიდან გადავიდა და ხეს შეეჯახა.
შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა. მომხდართან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება.