„ნაპოლის“ მთავარმა მწვრთნელმა, ლუჩანო სპალეტიმ ჩემპიონთა ლიგის პირველ მეოთხედფინალურ მატჩში „მილანთან“ დამარცხების (0:1) შემდეგ Sky-ის ეთერში ისაუბრა და სტუდიაში მყოფი „ლაციოს“ ვეტერანის, პაოლო დი კანიოს კომენტარი გააპროტესტა _ იუწყება 1tv.ge.
„ყვითელ ბარათზე კიმის რეაქციაზე რომ საუბრობ, რომელიც ამის გამო საპასუხო მატჩს გამოტოვებს, ზელინსკის გაფრთხილება ნახეთ და შემდეგ ის ეპიზოდი, როდესაც მსაჯმა კრუნიჩის უხეშობაზე არაფერი მოიმოქმედა. რატომ არ ამბობ, რომ მსაჯმა რაფა ლეაოს („მილანის“ თავდამსხმელს) ყვითელი ბარათი არ უჩვენა მას შემდეგ, რაც პორტუგალიელმა კუთხურის ალამს ფეხი დაარტყა. ამაზე უფრო ცხადი მომენტი შეფასებისთვის არ არსებობს. ჩვენ ამით ვეუბნებით მსოფლიოში ყველა ბავშვს, რომ მოედანზე ასე უნდა მოიქცნენ და არავინ დასჯის.
რაც შეეხება ანგისას გაძევებას, ამ ეტაპზე ნებისმიერი დანაკლისი „ნაპოლისთვის“ მძიმე დარტყმაა, მაგრამ ჩვენ გვყავს მოთამაშეები, რომლებსაც შეუძლიათ, საპასუხო მატჩში გამარჯვება მოგვიტანონ. ასე იყო მთელი სეზონი, წინააღმდეგ შემთხვევაში აქამდე წარმატებას ვერ მივაღწევდით.
რა თქმა უნდა, ცუდია, რომ ანგისა არ მეყოლება. ჩემი აზრით, მისი დანაკლისი უსამართლობაცაა, თუმცა არა უშავს. უკვე ვაპირებდი მის შეცვლას და ვფიქრობდი, ვინ გამეყვანა მოედანზე. სამწუხაროა, ამ შეცვლაზე ფიქრში ორი წუთი დავკარგე“, – განაცხადა „ნაპოლის“ მთავარმა მწვრთნელმა.
„ნაპოლი“ ჩემპიონთა ლიგის განმეორებით მეოთხედფინალურ შეხვედრას „სტადიო მარადონაზე“ გამართავს. ლუჩანო სპალეტის გუნდი „მილანს“ 18 აპრილს მიიღებს.