ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ბუქსიეთში სკვერისა და სპორტული მოედნის მოწყობის სამუშაოები დასრულდა.
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შარაშიძემ, მოადგილესთან და ადგილობრივი თვითმმართველობის სხვა ხელმძღვანელ პირებთან ერთად, დასრულებული სამუშაოები დაათვალიერა. მოეწყო დასასვენებელი სივრცე, საფეხმავლო ბილიკები და გარე განათების სისტემა; სტადიონზე დაიგო ჰიბრიდული მინდვრის საფარი პროექტი დაფინანსებულია რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან და მისი ჯამური ღირებულებაა 195 937 ლარი. სამუშაოები შპს „ბილდ.ჯიმ“ შეასრულა. |
Developed By Web Features 2024 © All rights reserved