7 მაისს ჭიათურაში, ტაეკვანდოში (ოლიმპიური ტაეკვანდო WTF) ჭიათურის მუნიციპალიტეტის ღია პირველობა გაიმართა. ასპარეზობაში მონაწილეობა თითქმის მთელმა დასავლეთ საქართველომ, ორასამდე სპორტსმენმა მიიღო.
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სპორტულ – გამაჯანსაღებელ დაწესებულებათა გაერთიანების ტაეკვონდოს ურეკისა და ოზურგეთის სექციის სპორტსმენებმა შეჯიბრზე წარმატებით გამოვიდნენ და ჯამში 13 მედლის აღება, მათ შორის 6 ბრინჯაოს, 6 ვერცხლისა და 1 ოქროს მოპოვება შეძლეს.
აქვე გეტყვით იმას, რომ ჭიათურის პირველობაზე ოზურგეთი 16 სპორტსმენით წარსდგა.
ურეკის სექცია: მწვრთნელი – გიორგი ბერიძე.
I ადგილი -ენრიკე სურმანიძე – 37 კგ ( 11 წლის), II ადგილი- ზურაბ ჩხვიმიანი – 53 კგ ( 13 წლის), ლერი ბრეგვაძე – 27 კგ ( 10 წლის), ფრიდონ ჩხარტიშვილი – 47 კგ ( 12 წლის), გიორგი გოგოლიშვილი – 37 კგ ( 12 წლის), იოანე დობორჯგინიძე – 33 კგ ( 10 წლის), III ადგილი გიორგი მეფარიშვილი – 45 კგ ( 12 წლის), ზურიკო კიკვაძე – 61 კგ ( 13 წლის), ნიკა ურუშაძე – 60 კგ ( 11 წლის), დავით აფაქიძე – 45 კგ ( 12 წლის), გუგა აფშილავა – 40 კგ ( 11 წლის).
ოზურგეთის სექცია: მწვრთნელი – ირაკლი ტუღუში. II ადგილი- ნათია ტუღუში – 31 კგ ( 9 წლის), III ადგილი ნიკოლოზ ერქომაიშვილი – 27 კგ ( 7 წლის).
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სპორტულ – გამაჯანსაღებელ დაწესებულებათა გაერთიანებასთან არსებული ტაეკვანდოს სექციის სპორტსმენები საქართველოს ჩემპიონატისთვის აქტიურად ემზადებიან.
საქართველოს პირველობა 19 – 21 მაისს, კასპში გაიმართება.
ავტორი