ამერიკის შეერთებული შტატები მოკავშირეებს უფლებას მისცემს უკრაინას მოწინავე მოიერიშე თვითმფრინავები, მათ შორის, ამერიკული წარმოების F-16-ები მიაწოდოს.
აშშ-ს ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველმა ჯეიკ სალივანმა განაცხადა, რომ გადაწყვეტილების შესახებ პრეზიდენტმა ბაიდენმა იაპონიაში G7-ის სამიტზე პარტნიორებს აცნობა.
ასევე სალივანმა აღნიშნა, ამერიკული ჯარები უკრაინელ პილოტებს თვითმფრინავების მართვაში მოამზადებენ.
გამოცემა, რუსულ სამთავრობო მედიაზე დაყრდნობით წერს, რომ რუსეთმა განაცხადა, რომ ქვეყნები “უზარმაზარ რისკების” წინაშე დადგებიან, თუ ისინი უკრაინას F-16-ებს მიაწოდებენ
საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე გრუშკომ განუცხადა სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო Tass-ს, რომ დასავლეთის ქვეყნები “ემორჩილებიან ესკალაციის სცენარს”.
„ეს იქნება გათვალისწინებული ჩვენს ყველა გეგმაში და გვაქვს ყველა საჭირო საშუალება ჩვენი მიზნების მისაღწევად“, – განაცხადა მან.
უკრაინა დიდი ხანია მოწინავე მოიერიშე თვითმფრინავებს ითხოვს. პრეზიდენტმა ზელენსკიმ ეს ნაბიჯი “ისტორიულ გადაწყვეტილება” შეაფასა.
ლეგალურად, ქვეყნებს შეუძლიათ ამერიკული სამხედრო ტექნიკის გადაყიდვა ან რეექსპორტი მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მათ აშშ ამის უფლებას მისცემს, ამიტომ ეს გადაწყვეტილება გზას უხსნის სხვა ქვეყნებს უკრაინაში F-16-ების არსებული მარაგები გაგზავნოს.
მიუხედავად იმისა, რომ სულ უფრო სავარაუდოა, რომ უკრაინა საბოლოოდ მიიღებს მოწინავე თვითმფრინავებს, რომლებსაც ასე სურდა, ჯერჯერობით არცერთ მთავრობას არ დაუდასტურებია, რომ მათ კიევში გამანადგურებელ თვითმფრინავებს გადასცემს.
სალივანმა ჟურნალისტებს ჰიროსიმაში განუცხადა, რომ ეს ნაბიჯები იყო ვაშინგტონის „გრძელვადიანი ვალდებულების ნაწილი უკრაინის თავდაცვა”
„როგორც წვრთნები მიმდინარეობს, ჩვენ ვიმუშავებთ ჩვენს მოკავშირეებთან, რათა განვსაზღვროთ, როდის იქნება თვითმფრინავების მიწოდება, ვინ და რამდენს მიაწვდის მათ.“ – თქვა სალივანმა.
მისი თქმით, შეერთებული შტატები და მოკავშირეები აქამდე „ფოკუსირებული იყვნენ უკრაინის სისტემის იარაღით უზრუნველყოფაზე და წვრთნაზე, რომელიც მას სჭირდება შეტევითი ოპერაციების ჩასატარებლად ამ გაზაფხულზე და ზაფხულში“.
ავტორი