თხის რქა
ზაფხული ყველაზე ხელსაყრელი დროა მარადიული სიყვარულის საპოვნელად. ვენერას პოზიცია ყველანაირად ხელს შეუწყობს პირადი ცხოვრების დასტაბილურებას – პოტენციური პარტნიორის გაცნობა გარდაუვალია. ალბათ ეს იქნება მოულოდნელი შეხვედრა უცხოელთან ან ნაცნობთან, რომელიც საზღვარგარეთ გადავიდა საცხოვრებლად. თხის რქები დისტანციურ ურთიერთობებს სკეპტიკურად უყურებენ, მაგრამ ვეფხვის წელი მათ ამასთან შეგუებას ასწავლის. შაბათ-კვირას ერთმანეთთან შეხვედრები შესაძლოა ძალიან ძლიერ კავშირად გადაიქცეს. ასტროლოგების თქმით, მიმდინარე წლის ზაფხულზე თხის რქებს ყველა შანსი აქვთ, რომ ნამდვილი სიყვარული იპოვონ.
ტყუპები
ივნისის ბოლოს ტყუპებს სასიყვარულო სფეროში სასიამოვნო და ფერადი ემოციების ნამდვილი მოზღვავება ელოდებათ, რაც ვენერასა და ურანის შეერთებით იქნება განპირობებული. ასტროლოგების თქმით, ტყუპები კიდევ ერთი ნიშანია, რომელსაც ამ ზაფხულს ნამდვილი სიყვარული ეწვევა. ამავე დროს, გაგიჩნდებათ სურვილი, რაც შეიძლება მალე დაქორწინდეთ ამ ადამიანზე, მაგრამ ვარსკვლავები გირჩევენ, არ იჩქაროთ. ისიამოვნეთ მომენტით, უკეთ გაიცანით თქვენი პარტნიორი, შეისწავლეთ მისი ჩვევები და დაფიქრდით, იზიარებთ თუ არა მის შეხედულებას ცხოვრებაზე? თუ პასუხი დადებითია, მაშინ იმოქმედეთ თამამად და დამაჯერებლად.
ავტორი