წალენჯიხაში პოლიციელებს თავს დაესხნენ. შემთხვევა გუშინ საღამოს მოხდა.
ბულვარში, ნასვამმდგომარეობაში მყოფი 10-მდე ახალგაზრდა სკანდირებდა “ქურდებს სიცოცხლე”, პოლიციის მანქანის გამოჩენის შემდეგ კი, მათ სამართალდამცველების შეურაცხყოფა დაიწყეს. დაკავების დროს კი წინააღმდეგობის გაწევა და მათზე ფიზიკური თავდასხმა სცადეს. არსებული ინფორმაციით, სამართალდამცველებს მცირე დაზიანებები აღენიშნებათ.
უწყების ცნობით, საქმეზე დაკავებულია რამდენიმე პირი.
როგორც “გურიანიუსს” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლით მიმდინარებს, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს.
ავტორი