ჩატარებული ინტენსიური გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 169-ე კმ-ზე (რიკოთის უღელტეხილი) ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია.
მოძრაობა დაწესებული სპეციალური რეჟიმის მიხედვით განხორციელდება.
შეგახსენებთ, რომ დღეს დილას ძლიერი წვიმის შედეგად, რიკოთზე ჩამოსულმა მიწის შვავმა მოძრაობის შეზღუდვა გამოიწვია, _ ინფორმაციას გზების დეპარტამენტი ავრცელებს.
დეპარტამენტისვე ინფორმაციით, რიკოთზე მოძრაობის საგანგებო რეჟიმი დაწესდა.
,,მსუბუქი და სამგზავრო ავტოტრანსპორტი მოძრაობს 06:00 საათიდან 21:00 საათამდე. მისაბმელიანი და ნახევრად მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის გადაადგილება კი დაშვებულია ორმხრივად, 23:00 საათიდან 05:00 საათამდე“, – აცხადებენ გზების დეპარტამენტში.