ჩოხატაურის #1 საჯარო სკოლის ღვაწლმოსილი მასწავლებელი ლიდა სიხარულიძე გარდაიცვალა.
ლიდა მასწავლებელი მრავალი ათეული წლის განმავლობაში ასწავლიდა უცხო ენას საყვარელ სკოლაში. მის თვალწინ უამრავი თაობა დაფრთიანდა. ბოლოს კი, უკვე ასაკში მყოფი, დამსახურებულ პენსიაზე გავიდა.
ლიდა მასწავლებელს სოციალური ქსელის საშუალებით ემშვიდობებიან:
“ჩვენი ლიდა მასწავლებელი;
როგორ მენანებით, ლიდა მასწავლებელო;
ღმერთმა გაანათლოს მისი სული;
მრავალი თაობის მასწავლებელი;
მშიდობით, ჩვენო გულითადო მეგობარო“, _ წერენ სოციალურ ქსელში ლიდა მასწავლებლის გარდაცვალებით დამწუხრებული ადამიანები.
“გურია ნიუსი” მწუხარებას გამოთქვამს ქალბატონი ლიდა სიხარულიძის გარდაცვალების გამო და უსამძიმრებს მის ახლობლებს.