ქართულში, ეროვნული შედეგების მიხედვით, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მასშტაბით, ყველაზე მაღალი შედეგი შუხუთის საჯარო სკოლის კურსდამთავრებულმა ქეთევან ცინცაძემ აჩვენა. მან მაქსიმალური 60 ქულიდან 56 ქულა აიღო.
პირველი საჯარო სკოლის კურსდამთავრებულებმა ლიზი იმნაძემ და ანა შეწირულმა 55-55 ქულა. 54-54 ქულა- მარიამ ფირცხალაიშვილი (მეორე საჯარო სკოლა) და ქეთევან გოგიჩაიშვილმა(პირველი საჯარო სკოლა).
აკეთის საჯარო სკოლის კურსდამთავრებულს ანა გეგიძესა და სუფსის საჯარო სკოლის სახეს ლიზი სტურუას 53-53 ქულა აქვთ. 52 ქულა აიღო წყალწმინდის სკოლის წარმომადგენელმა მარიამ მაისურაძემ.
51-51 ქულა აქვთ ანი მაისურაძეს(წყალწმინდის საჯარო სკოლა), ანი ვაშაყმაძეს (აკეთის საჯარო სკოლა), მარიამ ლაღიძეს (პირველი საჯარო სკოლა), მესამე საჯარო სკოლის კურსდამთავრებულებს ლალი ბაქანიძესა და ნინო გობრონიძეს.
50-50 ქულა კი ლიზი გოცირიძემ ( წყალწმინდის საჯარო სკოლა) და ნიკა საფარაშვილმა (ლეშის საჯარო სკოლა) აიღეს.
ავტორი