ტერორისტების განადგურება არის გარანტი იმისა, რომ რუსეთი ვეღარასოდეს შეძლებს ბოროტების მოტანას უკრაინისთვის,_ ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ „ტელეგრამზე“ განაცხადა.
“ტერორისგან დაცვა ნიშნავს ტერორისტების განადგურებას. ეს არის გარანტია იმისა, რომ რუსეთის ბოროტ სახელმწიფოს აღარასოდეს ჰქონდეს შესაძლებლობა, ბოროტება მოუტანოს უკრაინას”, – წერს ზელენსკი.